|
გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
ათონის წმინდა მთა
ივერონის მონასტრის
მნიშვნელობა ქართული მწიგნობრობის განვითარებაში
|
|
სწავლების საფეხური
|
მოსწავლეები არიან მეცხრე კლასში.
მეორე საფეხური.
|
|
მოსწავლეთა პროფილი
|
28 მოსწავლე
|
|
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი აქტუალურია
ყველა ეპოქაში, რადგან ამ თემის შესწავლა დიდ როლს ითამაშებს ბავშვის სულიერ განვითარებაში
|
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები განიხილავენ
ათონის წმინდა მთის მდებარეობას, გაიაზრებენ მის მნიშვნელობას მართლმადიდებელი სამყაროსათვის.
შეაფასებენ ივერონის მონასტერში მოღვაწე იოანე და თორნიკე მთაწმინდელების, ექვთიმე
ათონელის, გიორგი მთაწმინდელის და სხვა დიდებული ქართველების ღვაწლს. გააანალიზებენ
თუ რატომ იქცა ქართველთა სავანე ქართული კულტურის მძლავრ კერად და რა როლი ითამაშეს
იქ მოღვაწე ქართველმა ბერებმა ქართული მწიგნობრობისა და მთარგმნელობითი საქმიანობის
განვითარებაში.
განიხილავენ იმ ფაქტორებს
რამაც თანდათანობით დააკარგვინა ქართველებს წმინდა სავანე.
|
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები წინა წლების
მასალებიდან ფლობდნენ გარკვეულ ცოდნას ათონის წმინდა მთის შესახებ, მაგალითად ,,თორნიკე
ერისთავი“
|
|
შეფასების საგანი
|
მოსწავლეები შეფასდებიან
ჩართულობაში, საკუთარი შეხედულების დასაბუთებით წარმოჩენაში, თომის სწორად გააზრებაში.
|
|
სასწავლო მასალა
ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, რუკა,
კომპიუტერი.
|
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
მისალმება და განწყობის
შექმნა (მოთელვა)- (1 წუთი)
გაკვეთილის თემისა
და მიზნის გაცნობა -(2წუთი)
აქტივობა პირველი:
მასწავლებელი გაუშვებს სლაიდებს ათონის წმინდა მთის შესახებ. ბავშვები მოისმენენ
ისტორიას მისი დააარსების შესახებ. იმუშავებენ რუკასთან. (15 წუთი)
აქტივობა მეორე: მოსწავლეები
შეაფასებენ ივერონის ქართული მონასტრის როლს ქართული კულტურის განვითარებაში (მოსწავლეები
მუშაობენ ჯგუფებში) -15 წუთი
მესამე აქტივობა: მოსწავლეები
განიხილავენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას: ივერონის მონასტერი X
საუკუნეში, XIII საუკუნეში, XIX საუკუნეში
და XI
საუკუნეში. (10 წუთი).
საშინაო დავალების
მიცემა და დამშვიდობება (2 წუთი)
|
დარო ელანიძე
четверг, 5 декабря 2013 г.
ათონის წმინდა მთა
Подписаться на:
Комментарии (Atom)